რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის არმიის ცნობით, ვოვჩანსკთან რუსი ოკუპანტების წინსვლის მცდელობები მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები რუსეთის საზღვრის მახლობლად, სუმის ოლქში, 2024 წლის 16 აგვისტო.
REUTERS/Viacheslav Ratynskyi

17 აპრილს უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-16 არმიის კორპუსმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, ვოვჩანსკის დასახლებასთან, რუსი ოკუპანტების მხრიდან წინსვლის მცდელობები შეაჩერეს და თავდაცვით პოზიციებს ინარჩუნებენ. 

"არანაირი პოზიცია არ დაკარგულა. უკრაინის თავდაცვის ძალების დანაყოფები მათთვის განსაზღვრულ ხაზებს იცავენ," განაცხადა უკრაინულმა მხარემ. 

უკრაინული გამოცემა Kyiv Independent-ის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა ვოვჩანსკის სიახლოვეს სამხედროების რაოდენობის გაზრდა დაიწყო ქალაქზე კონტროლის დამყარებისა და მიმდებარე დასახლებებისკენ წინსვლის მიზნით. 

ცნობისთვის, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ვოვჩანსკი დროებით რუსული ოკუპაციის ქვეშ მოექცა, თუმცა, უკრაინამ ქალაქი ხარკოვის ოლქში იმავე წლის კონტრიერიშის დროს გაათავისუფლა.

კომენტარები