ომი ახლო აღმოსავლეთში

ტრამპი: ეკიპაჟის წევრი, რომელსაც ვეძებდით, ვიპოვეთ და უსაფრთხოდაა

დონალდ ტრამპი
DANIEL TOROK/WHITE HOUSE PHOTO/ALAMY

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ირანში ჩამოგდებული ამერიკული თვითმფრინავის ეკიპაჟის მეორე წევრი, რომელსაც ეძებდნენ, იპოვეს და ის ახლა უსაფრთხოდაა.

"ჩვენ ის ვიპოვეთ! ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, აშშ-ის სამხედროებმა ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გაბედული სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს [...] სიხარულით გაცნობებთ, რომ ჩვენი პოლკოვნიკი ახლა უსაფრთხოდ და უვნებლადაა. ის ირანის მთიან რეგიონში იმყოფებოდა, მტრები მასზე ნადირობდნენ და ყოველ საათში უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ, თუმცა ის მარტო არასოდეს ყოფილა, რადგან მისი მთავარსარდალი, ომის მინისტრი, გაერთიანებული შტაბების მეთაურების ხელმძღვანელი და სამხედროები მის ადგილსაყოფელს 24 საათის განმავლობაში აკონტროლებდნენ და მის გადარჩენას  გულმოდგინედ გეგმავდნენ [...] მან დაზიანებები მიიღო, თუმცა კარგად იქნება. ჩვენ არასდროს დავტოვებთ არცერთ ამერიკელ მებრძოლს". - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

დასავლური მედია საკითხთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 3 აპრილს ირანმა აშშ-ს F-15E ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო. ეკიპაჟის ერთი წევრი აშშ-ის სამხედრო ძალებმა გადაარჩინეს, მეორეს კი ამ დრომდე ეძებდნენ.

კომენტარები