ომი ახლო აღმოსავლეთში

მედია: ირანში აშშ-ს გამანადგურებელი ჩამოაგდეს, ეკიპაჟის ძებნა მიმდინარეობს

   
   

დასავლური მედია საკითხთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანმა აშშ-ს F-15E ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო და ახლა ეკიპაჟის ორი წევრის ადგილსამყოფელის დასადგენად სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

აშშ-ს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება ომის დაწყებიდან პირველი შემთხვევა, როდესაც ირანმა აშშ-ს თვითმფრინავი ჩამოაგდო.

ცნობისთვის, ირანის სახელმწიფო მედიამ 3 აპრილს გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც, სავარაუდოდ, ჩამოგდებული თვითმფრინავის ნაწილები და ერთ-ერთი კატაპულტაციის სავარძელი ჩანს.

 

კომენტარები