რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა ოკუპირებული ყირიმის თავზე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი დაკარგა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებული ყირიმის თავზე, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავ Ан-26-თან კავშირი დაკარგეს. 

"დაახლოებით, 18:00 საათზე, ყირიმის ნახევარკუნძულზე, დაგეგმილი ფრენის დროს, სამხედრო თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა". - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია, რა ბედი ეწიათ ეკიპაჟის წევრებს. მათივე ცნობით, თვითმფრინავი არ დაზიანებულა - სავარაუდო შემთხვევის ადგილზე კი სამაშველო ჯგუფები გააგზავნეს.

რუსეთის საჰაერო ძალებთან დაახლოებული ტელეგრამ არხის, Fighterbomber-ის ცნობით, თვითმფრინავზე 30 სამხედრო პირი იმყოფებოდა.

აქამდე, რამდენიმე საათით ადრე, რუსი სამხედრო ბლოგერები წერდნენ, რომ დაკარგეს ავიაგამანადგურებელი Су-34-იც.

კომენტარები