ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა დასანქცირებული იმედის ეთერში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ "ცეცხლის რკალში" საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა.
ყაველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პროცესებს მომზადებულები შეხვდნენ "ეს იყო გონიერი, თანმიმდევრული, პრაგმატული, ეროვნულ ინტერესზე მორგებული სამოქმედო გეგმა."
"რა თქმა უნდა, თავად გეოგრაფიული მდებარეობა საქართველოსი, გეოპოლიტიკური სივრცე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, უდიდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს, პირველ რიგში, ხელისუფალს, პოლიტიკურ ლიდერებს და მერე მთლიანად სახელმწიფოს და მოქალაქეებს.
თქვენ ახსენეთ, ეს ცეცხლის რკალი, ჩვენ წინასწარ ვსაუბრობდით ამ თემებზე და კარგია, რომ ამისთვის ჩვენ მოვემზადეთ ის, რომ ჩვენი გონიერი საზოგადოება დადგა თავის ხელისუფლებასთან ერთად.
სწორედ ამან მოიტანა ის პროცესები, რომელიც დღეს ჩვენთან მიმდინარეობს და ამას არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მშვიდობის კუნძული, ამ სიტუაციაში, ამ ცეცხლის რკალში, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, რა თქმა უნდა, დიდი ზეწოლების ხარჯზე, თუმცა ეს ჩვენ ყველაფერი წინასწარ ვიცოდით, მთავარია, არ იყოს პანიკა, ქაოსი და ყოველთვის იყოს მომზადებული ჩვენი ხელისუფლება იმისთვის, რომ გაუმკლავდეს მსგავსს გამოწვევებს.
უდიდესი გამოცდილება აქვს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს და მსგავს გამოწვევებში, ჩვენ გვაქვს, შესაძლებლობა თუ გონიერია ხელისუფალი როგორ იმოქმედოს და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ის, რაც მე ვისაუბრე პრაგმატიზმზე, რეალობის აღქმა სწორად, წინასწარ გაანალიზება გამოწვევების და მომზადება საზოგადოების და ამან მოიტანა შედეგი.
გარდა მშვიდობისა, ჩვენ პარალელურ რეჟიმში ვავითარებთ ქვეყანას და ეტაპობრივად ვეხებით, თითქმის ყველა სფეროს, უმთავრესი საკითხია უსაფრთხოება, ეკონომიკური ზრდა, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა და ამისთვის ყველა ერთად, მნიშვნელობა არ აქვს ეს პრეზიდენტი იქნება, აღმასრულებელი ხელისუფლება, თითოეული მოქალაქე, პასუხისმგებელია თავის სახელმწიფოზე და ეს კიდევ უფრო უნდა გავითავისოთ თითოეულმა ჩვენგანმა და რა თქმა უნდა, მომზადებული შევხვდებით ნებისმიერ გამოწვევას." - თქვა ყაველაშვილმა. [ სტილი დაცულია]





