აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში უკრაინაში გამოცდილი 10 000 დრონსაწინააღმდეგო დრონი გაგზავნა

ამერიკელი სამხედრო დრონების საწინააღმდეგო დრონის გამოსაცდელად ემზადება პოლონეთში მდებარე სამხედრო ბაზაზე, 2025 წლის 18 ნოემბერი.
Phillip Walter Wellman  

აშშ-ს არმიის მდივნის, დენ დრისკოლის თქმით, აშშ-ს არმიამ ახლო აღმოსავლეთში ირანული თავდასხმების მოსაგერიებლად უკრაინაში ომში გამოცდილი 10 000 დრონსაწინააღმდეგო დრონი გაგზავნა. 

დრისკოლმა ინტერვიუში თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი Merops-ის ტიპის დრონები აშშ-ისრაელის ოპერაციის დაწყებიდან 5 დღეში გაგზავნეს. Merops-ის დრონები შექმნილია კომპანია Project Eagle-ის მიერ, რომლესაც Google-ის ყოფილი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ერიკ შმიტი აფინანსებს. 2024 წელს დრონები უკრაინაში გაგზავნეს.

Merops-ის ერთი დრონის ღირებულება 14 000-15 000 აშშ დოლარია, თუმცა, დრისკოლის თქმით, დიდი შეკვეთების დროს ფასი შეიძლება 3 000-5 000 დოლარამდე შემცირდეს. ეს ირანული შაჰედის ტიპის დრონებზე იაფია. შაჰედების საშუალო ღირებულება 20 000 დოლარია.

კომენტარები