ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების შემოყვანის აკრძალვას გააუქმებენ. თუმცა, კობახიძე ამბობს, რომ ახალი რეგულაციით გაიზრდება განბაჟების ტარიფი და ის 1 კუბურ სანტიმეტრზე 4.5 ლარი იქნება. აქამდე, 6-დან 9-მდე წლოვანების ავტომობილის განბაჟების ტარიფი 80 თეთრი იყო, შემდეგ 10-30 თეთრით იზრდებოდა წლების მიხედვით, მაქსიმალურ 2.4 ლარამდე. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემთხვევაში განსაზღვრული იყო აქციზის განაკვეთის სამმაგი ოდენობა.
კობახიძის დაანონსებული ცვლილებით, 6+ წლოვანების მანქანების შემოსაყვანად აქციზის გადასახადი 200-500%-ით ძვირდება.
ფასი დამოკიდებულია ძრავის სიდიდეზე. მაგალითად, 1.5-ძრავიანი მანქანის შემოყვანა 6 750 ლარი დაგიჯდებათ (1500 X 4.5), 2.0-იანის 9 000 ლარი, ხოლო 3.0-იანის (მაგალითად, ჯიპი) - 13 500 ლარი.
აღსანიშნავია, რომ ექვს წლამდე მანქანების შემოყვანა 1 კუბურ სანტიმეტრზე 1-1.5 ლარი ჯდება.
- ცვლილება 1 აპრილიდან შედის ძალაში - დარახველიძე მანქანების შემოყვანის შეზღუდვაზე
-
ხუნდაძე: 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვა უნდა გადაიხედოს
12 თებერვალს ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ივანიშვილის პარლამენტში წარადგინეს ახალი კანონპროექტი 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების საქართველოში შემოყვანის აკრძალვასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებას ოცნების განაყოფი პარტიის, ხალხის ძალის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ "უნდა გადაიხედოს".






