ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, 6 წელზე მეტი წლოვანების მანქანების საქართველოში შემოყვანის აკრძალვასთან დაკავშირებით ცვლილება ძალაში 1-ელი აპრილიდან შევა.
"ეს ცვლილება 1-ელი აპრილიდან შედის ძალაში. თუმცა, მათ, ვინც ასეთ მანქანას 1-ელ აპრილამდე შეიძენს და ასევე, საზღვარგარეთიდან მათი ტრანსპორტირება 1-ელ აპრილამდე დაიწყება, ამ შემთხვევაში, ეს ცვლილება არ შეეხება. აგრეთვე, ეს ცვლილება არ ეხება რეექსპორტზე გასატან მანქანებს და იმ ავტომობილებს, რომლებიც უკვე საქართველოშია და რეგისტრირებულია". - თქვა დარახველიძემ.
12 თებერვალს ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ივანიშვილის პარლამენტში წარადგინეს ახალი კანონპროექტი 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების საქართველოში შემოყვანის აკრძალვასთან დაკავშირებით.





