ახალი კანონპროექტის მიხედვით, აიკრძალება 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა საქართველოში. ამის შესახებ ივანიშვილის პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"2012 წელს საქართველოში 864 000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული და წლევანდელი მონაცემებით ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა 2 მილიონს. ვხედავთ, რა მასშტაბის ზრდაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ავტომობილების რაოდენობის ასეთი ზრდა იწვევს, ერთი მხრივ, საგზაო მოძრაობის გადატვირთვას და მეორე მხრივ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ აქაც მნიშვნელოვანი ზომების მიღება არის აუცილებელი. ამისათვის ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანზე აკრძალვის დაწესებას." - თქვა ირაკლი კობახიძემ.





