საქართველო-ევროკავშირი

პაპუაშვილი: ტაბუ, რაც უნდა დაიმსხვრეს, არის რომ ევროკავშირი წარმოვიდგინოთ წმინდა ძროხად

პარლამენტს მიღმა ოპოზცია რეალურად არ გვყავს, ჩვენ ოპოზიციის სახით გვყავს ბრიუსელი. ის არის რეალურად დღეს საქართველოს ხელისუფლების ოპოზიცია, რომელიც პირადპირ ცდილობს კანონდარღვევით პოლიტიკაში ჩარევას, ფულის შემოტანას, ისე რომ ქართველმა ხალხმა არ გაიგოს და ისე დაბანდებას პოლიტიკაში, ცდილობს ზეწოლას მედიაზე, ვხედავთ რეზოლუციებს მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ამას აკეთებს დღისით, მზისით ხალხი, რომელსაც ევროპის დროშა უკიდია კედელზე.

ეს მივიღეთ 21-ე საუკუნეში, ევროპას აცდენილი ევროკავშირი, სინამდვილეში ესაა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. ერთ-ერთი მთავარი ტაბუ, რაც უნდა დაიმსხვრეს, არის ის რომ ჩვენ ევროკავშირი წარმოვიდგინოთ წმინდა ძროხად, ბრიუსელი წარმოვიდგინოთ ვატიკანად, სადაც უმცდარობის პრინციპი მოქმედებს.

- ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები