The Wall Street Journal-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდებტმა საკუთარ თანაშემწეებს უთხრა, რომ მზადაა მხარი დაუჭიროს ირანის ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის მოკვლას, თუ ის აშშ-ს მოთხოვნებს არ დათანხმდება და არ იტყვის უარს ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე.
თეთრ სახლში WSJ-სთან ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა ტრამპმა 9 მარტს New York Post-თან საუბარში თქვა, რომ "არ გაუხარდა" მოჯთაბა ხამენეის ახალ ლიდერად არჩევა. მის ამ პოზიციაზე დანიშვნას აშშ-ს პრეზიდენტმა "მიუღებელი" უწოდა. გასულ დღეებში ტრამპი სოციალურ მედიაში წერდა, რომ არჩევს "შესანიშნავ და მისაღებ" კანდიდატს ირანისთვის მას შემდეგ, რაც "უპირობოდ დანებდებიან".
WSJ-სთან საუბარში ანონიმურმა ყოფილმა და მოქმედმა მაღალჩინოსნებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ მოჯთაბა ხამენეის მკვლელობას, დიდი ალბათობით, ისრაელი ეცდება.
მას შემდეგ, რაც ალი ხამენეი აშშ-ისრაელის იერიშების პირველ დღეს მოკვდა, ირანის ახალ ლიდერად მისი შვილი, მოჯთაბა ხამენეი აირჩიეს.





