დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება

უსამართლო გადაწყვეტილებაა - ვოლსკი დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებაზე

ივანიშვილის დეოუტატმა გია ვოლსკიმ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პარპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა.

"ევროპარლამენტში ანტიქართული დებატები არავისთვის გასაკვირი არ არის, უკვე მეშიდე თუ მერვე რეზოლუციაა, სადაც კატეგორიულად ილაშქრებენ ქვეყნის წინააღმდეგ და ამას ხელისუფლების წინააღმდეგ ლაშქრობას არქმევენ, მაგრამ რეალურად უნდა შევხედოთ სიტუაციას.

ანუ ხელი შეუწყეს, პოლიტიკურად მხარი დაუჭირეს, ექსტრემისტული პროცესების განვითარებას და შემდეგ ეს კანონი, რომელიც ამას დაუპირისპირდა, ქვეყანა დესტაბილიზაციისგან გადაარჩინა, ეს კანონი იქნა გამოყენებული პოლიტიკური შეტევის გარკვეულ საფუძვლად.

ვიზების აღება აუცილებელია, თუკი წასვლა გადავწყვიტეთ. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მე ვერაფერს ვერ გეტყვით ამ ეტაპზე. ჩემზე კომპეტენტურები იტყვიან, თუმცა ფაქტია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. საკმაოდ უსიამოვნო, მაგრამ რაც მთავარია, უსამართლო გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებით ვიმგზავროთ." - თქვა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 6 მარტს ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი, გაძლიერებული მექანიზმი გამოიყენება

კომენტარები