დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება

პაპუაშვილი: აიღებს ადამიანი ვიზას, არ არის პრობლემა - უბრალოდ, ეს არ ეკადრება ევროკავშირს

"გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, პრობლემა არ არის, თუკი ოფიციალური ვიზიტის დროს საჭირო იქნება ვიზის აღება, აიღებს ადამიანი ვიზას, არ არის პრობლემა.

მინდა, ვთქვა, რამდენად არაევროპული, მათ შორის, რამდენად მდაბალი საქციელია ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ და, ზოგადად, ქართველი ხალხის მიმართ. ეს არ ეკადრება უბრალოდ ევროკავშირს, მაგრამ იმდენი რაღაც იკადრა ზოგიერთმა ბრიუსელიდან, რომ რა ვქნათ, ამასაც ვხედავთ. 

როცა, განსაკუთრებით, გვესაუბრებიან დემოკრატიაზე და იმ კაბინეტებში, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ზუსტად იმ კაბინეტებში, შარშან ეჯდათ ზურაბ ადეიშვილი, ადამიანი, კრიმინალი, რომელიც იძებნება, რომელმაც წამების სისტემა შექმნა საქართველოში. ვისი სქემები იყო იმედისა და რუსთავი 2-ის ტელევიზიების მფლობელებისთვის წართმევა. ეს ადამიანი უზით იმ კაბინეტში და შემდეგ იმ კაბინეტიდან ქართველ ხალხს ელაპარაკებიან დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობაზე.

ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით.
 

კომენტარები