ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის, რომელსაც ძალიან კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული, სად ვართ, სად ვდგავართ, როდის და რა ინტერესს ვიცავთ ჩვენი ქვეყნის, ძალიან ნაკლებმნიშვნელოვანია დიპლომატიურ პასპორტში ჩვენ ვიზის აღება მოგვიწევს თუ არადიპლომატიურად [წავალთ]. ეს არის იმ ბიუროკრატიის, იმ ბინძური მანქანის ბინძური მექანიზმის ამოქმედება, ეს მოულოდნელი არ იყო.
ეს არაფერს არ წყვეტს ჩვენთვის იმიტომ, რომ ჩვენ მათ ვამხელთ, იმ არარჩეულ ბიუროკრატიას, იმ ბინძურ მანქანას, რომელიც ინერციით თუ გაორმაგებული ძალით, რაც აშშ-დან მოხდა, მთავარი დონორების გადაკეტვა თავიათ ქვეყანაში და ძალიან შემცირდა დაფინანსებები აშშ-დან, ვხედავთ, როგორი გამძვინვარებით მოქმედებს ეს დიდი მანქანა ბიუროკრატიის ევროკავშირში და კერძოდ, ბრიუსელში.
ასე რომ, თითოეული ეს გადადგმული ნაბიჯი მეტყველებს მათზე, მათ არასწორ პოლიტიკაზე.
დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება
კირცხალია: ნაკლებმნიშვნელოვანია დიპლომატიურ პასპორტში ჩვენ ვიზის აღება მოგვიწევს თუ არა





