აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

2024-ის ნოემბრის ზავის შემდეგ ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით რაკეტები პირველად ისროლა

Anwar Amro/AFP

ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) დაადასტურეს, რომ ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით ნასროლი რაკეტები ირანის მარიონეტულმა დაჯგუფებამ, ჰეზბოლამ გაუშვა. ეს 2024 წლის ნოემბრის ზავის შემდეგ პირველი მსგავსი შემთხვევაა.

ჰეზბოლა, რომელიც ისრაელის გასული წლის ოპერაციების შემდეგ დასუსტებული იყო, არ შეუერთდა ირანსა და ისრაელის 2025 წლის ივნისის 11-დღიან ომს.

ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ნასროლი რაკეტებიდან ერთი უვნებელყო. IDF-ის ცნობით, დანარჩენი რაკეტები დაუსახლებელ, გაშლილ სივრცეებში ჩამოვარდა.

პარალელურად, ისრაელმა თეირანზე მორიგი საჰაერო იერიშები მიიტანა.

გასული თვეების განმავლობაში ისრაელს ჰეზბოლას სამიზნეებზე იერიშები პერიოდულად მიჰქონდა. დაჯგუფება ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს.

კომენტარები