აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

IDF: ისრაელს თეირანში ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ მასშტაბური იერიშები მიაქვს

მაკდონელ დუგლასი F-15I ღაზის სექტორში იერიშების მისატანად ფრინდება, 11 ოქტომბერი, 2023
IAF

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო ძალებმა თეირანის ცენტრში "ირანის ტერორისტული რეჟიმის სამიზნეების" წინააღმდეგ საჰაერო იერიშების ახალი, მასშტაბური ტალღა წამოიწყო. 

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის საჰაერო ძალებმა მასშტაბური იერიშები წინა დღითაც მიიტანეს, "რათა დაემყარებინათ ბატონობა ცაზე და თეირანისკენ გზა გაეხსნათ."

ამას გარდა, IDF-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი თეირანში საჰაერო იერიშის შედეგად არის მოკლული. 

"ალი ხამენეის წინააღმდეგ ისრაელის საჰაერო ძალებმა განახორციელა ზუსტი, მასშტაბური ოპერაცია, რაც მოხდა IDF-ის ზუსტი დაზვერვის დახმარებით მაშინ, როცა ის [ხამენეი] თეირანის გულში, ცენტრალური ხელმძღვანელობის კომპლექსში, იმყოფებოდა, სადაც მას თან ახლდა დამატებით რამდენიმე გავლენიანი მაღალჩინოსანიც." - განაცხადა არმიამ. 

ისრაელის არმიის განცხადებით, ხამენეი, რომელიც რომელმაც უზენაესი ლიდერის თანამდებობა 1989 წელს დაიკავა, "პირდაპირ იყო პასუხისმგებელი მრავალი წლის განმავლობაში ირანის მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიებზე."

კომენტარები