საქართველო-ევროკავშირი

ბოჭორიშვილი: ბრიუსელის ბიუროკრატიაში ნაკლებად ვხედავთ სურვილს, რომ რეალობის აღქმა იყოს

დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიაში ძალიან ნაკლებად ვხედავთ ჩვენ იმის სურვილს, რომ რეალობის საეთოდ აღქმა იყოს და საერთოდ, რეალობის გათვალისწინებით წარიმართოს გარკვეული მუშაობა. მაქისმაულრად პირიქით ხდება ამ რეალური სურათის გადაფარვა და სხვადასხვა მეთოდებით, სხვადასხვა საკითხებით და რეალურ საჭიროებებზე საერთოდ არ ხდება ყურადღების გამახვილება, ამის მაგალითიცაა საქართველო.

საქართველოსთან მიმართებაში რა დამოკიდებულებაც აქვს დღევანდელ ბიუროკრატიას, ეს წარმოუდგენელია, წარმოუდგენელია ზოგადად თუ როგორ ხდება ამ ურთიერთობების წარმართვა. გულსატკენია, იმიტომ რომ ჩვენი დამოკიდებულება ევროკავშირისა და ევროპისადმი ყველასთვის ცნობილია და ამ პირობებში, რომ ასეთ ქვეყანას ერთგვარად ზურგს აქცევ და მერე ყველაფერ ამას მას დააბრალებ, რა თქმა უნდა ეს ყოველგვარ რაციონალურს მოწყვეტილია. 

დღევანდელი ბიუროკრატია ბრიუსელში არ არის მზად, რომ რაციონალურ საკითხებზე იყოს საუბარი და ზოგადად, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განვიხილოთ რეალურ სურათში და დავანებოთ თავი რაღაც აღქმების შექმნას და მერე დაჯერებას, იმ აღქმებით მოქმედებას.

ამბობს ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სამთავრობო რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები