TV იმედისა და POSTV-ის დასანქცირება

ჭეიშვილი: კვირა არ გავა, რომ ახალ სკანდალში არ გაეხვიოს ბრიტანეთის ხელისუფლება

დიდ ბრიტანეთთან მიმართებით, ზოგადად, ის ღირებულებითი დეკადანსი, რომელიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში შეიმჩნევა, თავისთავად კარგს არაფერს უნდა უქადდეს იმ ნაბიჯებს, გადაწყვეტილებებს, რომელიც ამ ქვეყნის მთავრობისა და ხელისუფლების მიერ მიიღება.

მეორე მხრივ ჩვენ უნდა გავიხსენოთ ხოლმე ის საერთაშორისო სკანდალები, რომელიც იფეთქებს ხოლმე. ფაქტობრივად, კვირა არ გავა, რომ რაღაც ახალ სკანდალში არ გაეხვიოს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება. ზოგადად, ფაქტი ის არის, რომ არიან საკმაოდ სერიოზულ კრიზისში - ეკონომიკური სტაგნაცია, მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ.

ამ ყველაფრის ფონზე ვხედავთ, რომ მათ მოიცალეს, რათა მორიგი თავდასხმა განეხორციელებინათ დამოუკიდებელ, თავისუფალ, ქართულ მედიაზე.

ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, თორნიკე ჭეიშვილი სანქცირებული, სამთავრობო TV იმედის ეთერში.

24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" გამო სანქცირებულ ერთეულთა სიაში შეიყვანა.

კომენტარები