TV იმედისა და POSTV-ის დასანქცირება

გვარამია: იხილება დასანქცირებული TV იმედის და POSTV-ის გაერთიანება რუსთავი 2-თან

იხურება ყველა ლიცენზირებული შოუ და სერიალი იმედზე და POSTV-ზე, რაც პრაქტიკულად ამ "მედიების" დახურვაა.

იხურება მათი ფეიჯები FB-ზე.

ვერც ერთი ბანკი ვერ მოემსახურება ვერც ერთ ტვს
იხურება იმედის მიერ შექმნილი რეიტინგების მთვლელი, რადგან კარგავს ბრიტანულ ლიცენზიას, შესაბამისად რეკლამის ლეგალურად გაყიდვას ვეღარ შეძლებენ. ვერც რეიტინგების გაყალბებას.

რეკლამის მიტანა არა მარტო საერთაშორისო ბრენდების, არამედ საერთაშორისო აფილაციების კომპანიების მიერაც კი, მათთვის ან ეგრევე უმძიმეს შედეგებს, ან უმძიმესი პოტენციალის რისკებს გააჩენს.

ტრანსლაცია საერთაშორისო (თანამგზავრული თუ ინტერნეტ) პლატფორმების მეშვეობით შეწყდება.

რუხაძის და სხვების წასვლა დამფუძნებლების და მენეჯერების თანამდებობებიდან "განწმენდის" ფუნქციას ვერანაირად ვერ შეასრულებს. ჩათვალეთ, რომ სიცოცხლის ბოლომდე ვერ გაივლიან ვერც ერთი ბანკის KYC შემოწმებას - არათუ კრედიტებს ვერ აიღებენ ვერც თავად და ვერც ის იურიდიული პირები, სადაც რომელიმე მათგანი რაიმე ფორმით გამოჩნდება, არამედ მოქმედი ანგარიშებიც შეიძლება დაეხუროთ და ბარათები გაუუქმდეთ.

იხილება დასანქცირებულების გაერთიანება რ2-თან (რასაც ვულოცავ ამ უკანასკნელს), რაც რ2-ის რეალურად გაუქმებაა (გეპეის და უნივერსიტეტის გაერთიანების არ იყოს). რატომ გონიათ ოღონდ, რომ რ2 დიდ ხანს იქნება უსანქციოდ, მაგას ვერ გეტყვით. ყველაფერი წინ აქვს რ2ს და მის დამფუძნებლებს. ახლა ეგენი რომ დაიწყებენ გაქცევას (რუხაძესავით), მაგასაც ვიხილავთ.

წერს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" გამო სანქცირებულ ერთეულთა სიაში შეიყვანა, რის ფარგლებშიც მათ სამი კატეგორიის სანქციები შეეხოთ: აქტივების გაყინვა, სატრასტო მომსახურების სანქციები და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია

კომენტარები