აშშ

აშშ-ს არმიამ მინიატიურული ბირთვული რეაქტორი საჰაერო გზით პირველად გადაიტანა

Valar Atomics-ის მინიატიურული ბირთვული რეაქტორი C-17 ტიპის სამხედრო თვითმფრინავზე
X

პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ძალისხმევის ფარგლებში, რომ აშშ-ში ბირთვული ენერგიის მოხმარება უფრო გავრცელდეს, აშშ-ს არმიამ ისტორიაში პირველად მინიატიურული ბირთვული რეაქტორი საჰაერო გზით გადაიტანა.

კომპანია Valar Atomics-ის უსაწვავო მიკრორეაქტორის ნაწილებით დატვირთული სამი C-17 ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი იუტას შტატში მდებარე ავიაბაზიდან 15 თებერვალს აფრინდა. ოპერაციის შესრულებამდე კი კომპანიის მაღალჩინოსნებმა კეპები დაარიგეს, წარწერით "Make Nuclear Great Again".

ტექნოლოგიის მომხრეები აცხადებენ, რომ ახალ სისტემებს რამდენიმე მეგავატის სიმძლავრის ენერგიის მიწოდება უსაფრთხოდ და იაფად შეუძლიათ, რაც შესაძლებელს ხდის, შორ და რთულად მისაწვდომი ადგილები სანდო, მასშტაბირებადი ენერგიით იყოს უზრუნველყოფილი.

"ენერგია მხოლოდ ეკონომიკური პრობლემა არ არის, ესეცაა, მაგრამ ასევე ეროვნული უსაფრთხოების საკითხიცაა." - განაცხადა იუტას გუბერნატორმა, სპენსერ კოქსმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მინიატიურული ბირთვული რეაქტორის გამოცდა 250 კილოვატზე დაიწყება და საბოლოოდ სისტემის სიმძლავრე 5 მეგავატს მიაღწევს, რას 5 000-მდე სახლის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის იქნება საკმარისი.

კომენტარები