საქართველო-გერმანია

მიყენებენ, როგორც სასურველ "განტევების ვაცს" გამოგონილი ნარატივისთვის – ფიშერი ოცნებაზე

გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა ინტერპრესნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ნარატივზე ისაუბრა და თქვა, რომ "გლობალური ომის პარტია", "დიფ სთეითი" არ არსებობს.

ფიშერის თქმით, თვითონ "გარე მტრებზე" ამ გამოგონილი ნარატივის მსხვერპლია, რადგან იყენებენ, როგორც "განტევების ვაცს" და "დასასჯელ ბიჭს".

"ამ ქვეყანაში არსებობს გამოგონილი ნარატივი, ამბავი იმის შესახებ, რომ არსებობს "გლობალური ომის პარტია" - ის არ არსებობს! "დიფ-სთეითი" - არ არსებობს, რომელსაც სურს საქართველოს დაზიანება. ეს ყველაფერი მართალი არ არის. სიმართლე ამის საპირისპიროა - ევროპა იყო და იქნება საქართველოს მეგობარი! ვიმედოვნებ, რომ ქართველები იაზრებენ ამას და არ სჯერათ გამოგონილი ნარატივის. ჩვენ ვისაუბრეთ მანიპულაციურ ტექნიკებზე. ეს ასევე არის ტექნიკა, ეს ისეთივე ძველია, როგორც ისტორია - შექმნა უცხო "განტევების ვაცი", გარე მტერი და ყველაფერი შეიძლება დაჰბრალდეს ამ გარე მტერს.

მე ვარ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩი, ჩვენ ევროკავშირის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული სახელმწიფო ვართ. ჩვენ ევროკავშირის უდიდესი ეკონომიკა ვართ. ჩვენ მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ეკონომიკა ვართ. და ვფიქრობ, ჩანაწერები აჩვენებს, რომ შესაძლოა, აშშ-სთან ერთად, ჩვენ ვიყავით საქართველოს საუკეთესო მეგობარი და პარტნიორი ისტორიის განმავლობაში, იქამდეც კი სანამ აშშ აქ 1918 წელს ჩაერთვებოდა.

ამგვარად, მე ვხდები ძალადობის მსხვერპლი ამ გამოგონილი ნარატივის გამო "გარე მტრებზე", და მიყენებენ, როგორც სასურველ "განტევების ვაცს" და "დასასჯელ ბიჭს", რათა ამ ნარატივში ჩამსვან. ერთ-ერთმა თქვენმა ცნობილმა პოლიტიკოსმა კი თქვა, რომ მე მხოლოდ პატარა ჭანჭიკი ვარ "დიფ-სთეითში". სწორედ ამიტომ ვარ "გამოსადეგი" ამ გამოგონილი ნარატივისთვის. მხოლოდ ესაა მიზეზი. საქმე ჩემში კი არა, ნარატივშია.

თუმცა მე ვიტყოდი - არ გეჩვენებათ უცნაურად, რომ მსოფლიოში არსებული ყველა პოლიტიკური პარტიიდან ქართული ოცნება საუბრობს "დიფ-სთეითზე", გაუმჭვირვალე ძალებსა და არაფორმალურ მმართველობაზე?

ნარატივი თითქოს იმ მიმართულებით მიდის, რომ "ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენს წინააღმდეგაა" - კიდევ ერთი ძველი ხრიკი - "ვინც ჩვენთან არ არის, ის სახელმწიფოს წინააღმდეგაა". რა ლოგიკაა ამაში? ქართული ოცნება რომ სახელმწიფოა - ეს უკვე საკმაოდ "ღრმად" განაცხადია ჩემთვის". - უთხრა ფიშერმა ინტერპრესნიუსს. 

ცნობისთვის, ივანიშვილის წარმომადგენელმა, გია ვოლსკიმ 2025 წელს თქვა, რომ პეტერ ფიშერმა იცის, რომ "დიფ სთეითი" არსებობს და თვითონ ჩართულია "ერთ-ერთ პატარა ჭანჭიკად".

კომენტარები