აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ კანადის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების გაუქმების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
აღნიშნული კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ 219 ხმით 211-ის წინააღმდეგ მიიღო. პალატაში რესპუბლიკელი პარტიის უმრავლესობის ფონზე, ექვსი რესპუბლიკელი კანონმდებელი დემოკრატებს შეუერთდა.
BBC წერს, რომ კენჭისყრა დიდწილად სიმბოლურია, რადგან მას ჯერ კიდევ უნდა დაუჭიროს მხარი აშშ-ს სენატმა, სადაც უმრავლესობა ასევე რესპუბლიკელებთ აქვთ, შემდეგ კი დაამტკიცოს თავად ტრამპმა, რომელიც, დიდი ალბათობით, კანონპროექტის ძალაში შესვლას ხელს არ მოაწერს.
გასული წლიდან დონალდ ტრამპმა კანადაზე სხვადასხვა ზომის ტარიფები დააწესა და ცოტა ხნის წინ, კანადის მიერ ჩინეთთან შემოთავაზებული სავაჭრო შეთანხმების საპასუხოდ, 100%-იანი ტარიფის დაწესებითაც დაიმუქრა.





