აშშ-კანადა

ტრამპი: აშშ კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკებას წყვეტს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Neil Hall/EPA/Bloomberg

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის კანადასთან "ყველა სავაჭრო მოლაპარაკებას" წყვეტს აშშ-ს ტარიფების საწინააღმდეგო სატელევიზიო რეკლამის გამო, რომელშიც, მისი თქმით, ფაქტები არასწორად იყო წარმოდგენილი.

ტრამპის შეფასებით, რეკლამის მიზანი აშშ-ს სასამართლო გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენაა, რასაც ის "აღმაშფოთებელ ქცევას" უწოდებს.

"რონალდ რეიგანის ფონდმა ახლახან გამოაცხადა, რომ კანადამ თაღლითურად გამოიყენა ყალბი რეკლამა, რომელშიც რონალდ რეიგანი ტარიფებზე უარყოფითად საუბრობს. რეკლამა 75 000 აშშ დოლარი დაჯდა. მათ ეს მხოლოდ აშშ-ს უზენაესი სასამართლოს და სხვა სასამართლოების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მიზნით გააკეთეს.

ტარიფები ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის. მათი აღმაშფოთებელი ქცევის გამო, კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკება შეწყდება". - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

აშშ-ს პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი კანადის პრემიერის მაიკ კარნის სიტყვებს მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ტრამპის მიერ დაწესებული გამოწვეული საფრთხის გამო, მისი მიზანია სხვა ქვეყნებში ექსპორტის გაორმაგება.

კომენტარები