აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერმინისტრთან, მარკ კარნისთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვას წარსულში კანადის აშშ-ს 51-ე შტატად მოხსენიების შესახებ, ასე უპასუხა:
"ტანგოს ორი ადამიანი სჭირდება. მჯერა, ეს იქნება გადასახადების მასობრივი შემცირება კანადის მოქალაქეებისთვის, უფასო შეიარაღებული ძალები, შესანიშნავი ჯანდაცვა და სხვა. იქნება ბევრი უპირატესობა, მე ვგრძნობ, რომ ეს ბევრად უკეთესი იქნება კანადისთვის, თუმცა, ჩვენ არ ვაპირებთ ამის განხილვას, ვიდრე ამას ვინმე არ მოისურვებს". - თქვა ტრამპმა.
კანადის პრემიერმინისტრმა, მარკ კარნიმ კი აღნიშნა, რომ არსებობს ზოგიერთი ადგილი, რომელიც არასდროს გაიყიდება.
"როგორც უძრავი ქონების სფეროდან იცით, არსებობს ზოგიერთი ადგილი, რომელიც არასდროს იყიდება. უკანასკნელ თვეებში, კამპანიის განმავლობაში მე შევხვდი კანადის მფლობელებს – კანადა არ იყიდება და არასდროს გაიყიდება. თუმცა, შესაძლებლობა არის პარტნიორობაში და იმაში, თუ რისი შექმნა შეგვიძლია ერთად და ამის ნაწილი ეხება ჩვენს უსაფრთხოებას. ჩემი მთავრობა მოწოდებულია, ნაბიჯები გადადგას კანადის უსაფრთხოებაში ჩვენი ინვესტიციების მხრივ, ასევე, ჩვენს პარტნიორობაში". - თქვა კარნიმ.
ამასთან, ტრამპმა თქვა, რომ "კანადა სამხედრო მონაწილეობას აძლიერებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, "არასდროს თქვა არასდროს".





