თბილისის მერია

კალაძე: კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ავარიულ სახლებს გამოვისყიდით

კახა კალაძე
თბილისის მერია

თბილისის მერია ისტორიულ უბნებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული სახლების გამოსყიდვას იწყებს. ამის შესახებ ივანიშვილის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. 

"ჩვენი ახალი პროგრამა ეხება თბილისის ისტორიულ უბნებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვას. არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, რომ სამშენებლო პროცესს დაელოდონ და შესაძლოა, ამ ქონების მალევე გაყიდვა ურჩევნიათ [...] მუნიციპალიტეტი მზადაა, ასეთი ფართები გამოისყიდოს. 

მერიის მხრიდან ავარიული სახლების გამოსყიდვის წინაპირობები იქნება:

  • მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ავარიულობის ხარისხი მე-4 ან მე-5 კატეგორია უნდა იყოს;
  • გამოსყიდვაზე ავარიული სახლის ყველა მესაკუთრე უნდა იყოს თანახმა;
  • ასეთი სახლის დემონტაჟმა მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობებს საფრთხე არ უნდა შეუქმნას. თუ ზეგავლენის საფრთხე იარსებებს, მაშინ მერია მზადაა, გვერდით არსებულ შენობაში მცხოვრები ოჯახების ფართებიც გამოისყიდოს და ისინიც ჩართოს ამ პროგრამაში, რა თქმა უნდა, თუ მათი თანხმობა იქნება;
  • ასევე, გამოვისყიდით სხვენს და ტერასას, თუ ის კეთილმოწყობილი იქნება, საცხოვრებლად იქნება გამოყენებული, იქნება დარეგისტრირებული და თქვენს საკუთრებაში

მაგალითისთვის, მერია ვერ გამოისყიდის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონებას; სადარბაზოებს, დერეფნებს, კიბის უჯრედებს, ეზოებსა და სხვა საერთო სარგებლობის ქონებას". - თქვა კალაძემ.

კალაძის თქმით, იმ ფართებს, რომელიც გამოსყიდვას დაექვემდებარება, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეაფასებინებენ და რა ფასადაც ის შეაფასებს, მოსახლეობას იმ თანხას შესთავაზებენ.

 

კომენტარები