პუტინის რუსეთი

რუსეთი Telegram-ზე ახალ შეზღუდვებს აწესებს

რუსული მედიების ცნობით, რუსეთის კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსკომნადზორი) Telegram-ზე წვდომას ზღუდავს.

როსკომნადზორში თქვეს, რომ Telegram-ის წინააღმდეგ შეზღუდვებს "რუსული კანონმდებლობის დაცვისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის" აწესებენ.

მედიების ინფორმაციით, რუს Telegram-ის მომხმარებლებს წვდომასთან დაკავშირებით პრობლემები ჯერ კიდევ 9 თებერვალს დაეწყოთ. მსგავსი ხარვეზები ასევე დაფიქსირდა 2026 წლის იანვარში და 2025 წლის დეკემბრის ბოლოს. საჩივრების უმეტესობა ეხება ფოტოების და ვიდეოების ნელა ჩატვირთვასა და შეტყობინებების გაგზავნის დაგვიანებას.

რუსეთში მესენჯერ აპლიკაციებზე შეზღუდვების დაწესების მცდელობები არაერთხელ ყოფილა. 2025 წლის ოქტომბერში რუსეთმა დროებით შეზღუდა Telegram-სა და WhatsApp-ზე ახალი რეგისტრაციები, მანამდე კი მომხმარებლები ჩიოდნენ აპლიკაციებზე წვდომის პრობლემებზე.

როსკომნადზორი ადრე აცხადებდა, რომ მსგავსი შეზღუდვები “კრიმინალების წინააღმდეგ ბრძოლის” მიზნით შემოიღეს. WhatsApp-ის შემთხვევაში ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ აპლიკაცია ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებისთვის გამოიყენებოდა.

კომენტარები