რუსული რეჟიმი

მაჭარაშვილი: რასაც ხალხის ძალა 2-3 წლის წინ ვამბობდით, იმაზე ახლა უკვე აშშ საუბრობს

დღეს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის უკვე პირდაპირი, ხელჩართული ბრძოლა მიდის და იმას ვხედავთ, რომ რასაც ჩვენ, ხალხის ძალა 2-3 წლის წინ ვამბობდით, იმაზე ახლა უკვე აშშ ძალიან ღიად საუბრობს - აქ საუბარია პრობლემებზე, უსამართლო განცხადებებზე, ორმაგ სტანდარტებზე [...]

ზოგადად, არცერთი გაერთიანება არ არის ილუზია და თვითმიზანი. ნებისმიერი გაერთიანება არის შენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე [...] საქართველოში უკვე ქართველი ხალხი ხედავს იმას, რასაც ჩვენ ადრე ვამბობდით და რაც სიმართლის სახით კულისებიდან გამოგვქონდა. 

ასე გამოეხმაურა ივანიშვილის დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ივანიშვილის სატელიტი პარტიის - ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ინიციატივას საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით დებატების გამართვაზე.

კომენტარები