განახლება: მოგვიანებით, სააგენტომ დაწერა, რომ შეუსაბამობების გამოსწორების შედეგად, საწარმოო პროცესი უკვე აღუდგინა კვების ობიექტებს:
შპს ,"კოსმო ინკ", ბრენდული დასახელება Fire wok (ს/კ 402029185; მის: ქ. თბილისი, დადიანის 20);
შპს "იოკო აზია" (კაფე-ბარი-რესტორანი; ს/კ 405727129, მის: ჭავჭავაძის ქ. N19);
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში კვების 9 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. სააგენტოს ცნობით, ინსპექტირება 20-მდე ობიექტში ჩატარდა, საიდანაც 9-ში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბისნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
"კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლენილია:
1. შპს ,"კოსმო ინკ“, ბრენდული დასახელება Fire wok (ს/კ 402029185; მის: ქ. თბილისი, დადიანის 20);
2. ინდმეწარმე ჰ. ს. (მის: გიული ჭოხონელიძის ქუჩა N16);
3. შპს "მიაო ჯია" (მის: თაბუკაშვილის ქუჩა 6);
4. შპს ,"იომი 1977" (ს/კ 404747716, მის. გამრეკელის 3);
5. ინდმეწარმე დ. ქ. (სწრაფი კვების ობიექტი ბრენდული დასახელებით Evil wok (მის: ქ.თბილისი, დიღმის მასივი, III კვარტალი, 35-ე კორპ. მ/ტ);
6. შპს "რ ნ ა ენთერფრაისი", (მის: შ. ნუცუბიძის 2);
7. შპს "ალ მადინა კეივ" (მის: ტეტელაშვილის ქუჩა 2);
8. შპს "იოკო აზია"(კაფე-ბარი რესტორანი; ს/კ 405727129, მის: ჭავჭავაძის ქ. N19);
9. შპს "ფლემ ქათერინგ მენეჯმენტ", ჩინური რესტორანი "ბამბუ" (;ს/კ 405649794, მის: ქ. თბილისი, ბუდაპეშტის 32).
კონტროლის შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობების გარდა, გამოვლინდა ეტიკეტირების წესის დარღვევის, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობის ფაქტები, ვადაგასული სურსათი და მიკვლევადობის წესის დარღვევა. აღნიშნულ შეუსაბამობებზე ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ კანონმდებლობის შესაბამისად და მიეცათ რეკომენდაციები.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ახორციელებს. გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საზოგადოებას." - წერია განცხადებაში.
Fire wok-მა ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათი ხუთივე ფილიალი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
"დეზინფორმაციას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და სერიოზულ ზიანს აყენებს როგორც ბიზნესს, ისე ზოგადად მედიის სანდოობას" - წერს კომპანია.





