დაჭრა

თბილისში არასრულწლოვანი ბასრი საგნით სახის არეში დაჭრეს

თბილისში არასრულწლოვანი პირი, 2009 წელს დაბადებული ნ.ლ. ბასრი საგნით სახის არეში დაჭრეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ყაზახეთის მოქალაქე, 2001 წელს დაბადებული ს.ს. დავაკავეთ. მან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა 2009 წელს დაბადებულ ნ.ლ.-ს. არასრულწლოვანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს". - წერია შსს-ს განცხადებაში.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები