თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე, ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ტვ პირველის ინფორმაციით, დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ ცეცლსასროლი იარაღით დაჭრეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მე-7 სართულიდან გადმოაგდეს. დაჭრილი პირი კი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
მათივე ცნობით, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 19-109-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
სამართალდამცველების მიერ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია და იმყოფება პოლიციის განყოფილებაში.





