რუსეთი

რუსეთში, ტამბოვის ოლქში საწვავით დატვირთული მატარებლის ვაგონები აფეთქდა

ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ცნობების მიხედვით, რუსეთში, ტამბოვის ოლქში სატვირთო მატარებლის ვაგონები, რომლებიც ბენზინით იყო დატვირთული, რკინიგზის ლიანდაგიდან გადავიდა და აფეთქდა. 

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ცეცხლმოკიდებული მატარებლის ვაგონები ჩანს.

როგორც რუსეთის რკინიგზაში ამბობენ, არავინ დაშავებულა.

დამატებითი დეტალები და მატარებლის გადავარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

კომენტარები