სურსათის ეროვნული სააგენტო

თბილისში შევამოწმეთ 13 კვების ობიექტი, დარღვევა გამოვლინდა 10-ში - სეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში თბილისში 13 კვების ობიექტი შეამოწმეს, საიდანაც სამართალდარღვევა გამოვლინდა 10 ობიექტში, 8 შემთხვევაში კი დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები. 

ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

"სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში კვების ობიექტებს ამოწმებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორები დედაქალაქში არსებულ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებენ.

მიმდინარე კვირას სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა 13 კვების ობიექტის სამზარეულოში. სხვადასხვა სამართალდარღვევა გამოვლინდა 10 ობიექტში; 8 შემთხვევაში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, ძირითადად, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, მიკვლევადობის და ეტიკეტირების წესის დარღვევა.

ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

ინსპექტირების პროცესში სააგენტოს ინსპექტორებმა ბიზნესოპერატორებს განუმარტეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნები." - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები