რაც ნამდვილად გამოარჩევს საქართველოს არ არის მხოლოდ ის, რაც ჩვენ შევქმენით, არამედ ის თუ როგორ ვურთიერთობთ მსოფლიოსთან, ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ქვეყნებთან და დსთ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით, ჩვენზე გადის გზა 2.3 მილიარდ მომხმარებლამდე. მეტოქე ბლოკებით განსაზღვრულ ეპოქაში საქართველომ კავშირები არჩია კონფრონტაციას, პარტნიორებს არ ვთხოვთ მხარის არჩევას, მათ ვთავაზობთ პლატფორმას, სადაც თანამშრომლობა კვლავ შესაძლებელია. [...]
შუა დერეფანი არ არის მხოლოდ ალტერნატიული მარშრუტი ის წარმოადგენს მოდელს თუ როგორ შეიძლება ვაჭრობა დანებების გარეშე. საქართველო, რომელიც აკავშირებს კონტინენტებს და წარმოადგეს კავკასიის, კასპიის ზღვის რეგიონისა და ცენტრალური აზიის 7 ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნისთვის სატრანზიტო და დამაკავშირებელ მთავარ ცენტრს, მოუწოდებს მთავრობებს, ინვესტორებს და ბიზნესლიდერებს, რომ ითანამშრომლონ მდგრადი მოწოდების საჭიროების შექმნაში, დაკავშირებადობის შექმნით. არსებობს დერეფანი, სადაც ტვირთი, მონაცემები, ენერგია და კაპიტალი პროგნოზირებად რეჟიმში მოძრაობს კონტინენტებზე, სადაც ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფილია თანამშრომლობით და არა პოლიტიკური შეზღუდულობით და სადაც მშვიდობა არამხოლოდ პრინციპია, არამედ გააზრებული ეკონომიკური სტრატეგია.
ამ ფრაგმენტირებულ სამყაროში კეთილდღეობა გამყოფი კედლებიდან კი არა, გადებული ხიდებიდან იქმნება. დღეს უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, ერების სიმდიდრე მათ მშენებელზეა დამოკიდებული, საქართველო მზადაა ერთ-ერთი ასეთი ხიდი თავად იყოს.





