ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

გორდულაძე: პოლიტიკურ ლობიზმში უცხოეთში გადახდილი თანხა აპრიორი სსკ-ს დანაშაულს წარმოადგენს

ივანიშვილის წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე I მოსმენით წარადგინა. 

გორდულაძის თქმით, ახალი კანონპროექტით, პოლიტიკურ ლობიზმში უცხოეთში გადახდილი თანხა აპრიორი სისხლისსამართლებრივ დანაშაულს წარმოადგენს. ოცნების მიერ წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, ფართოვდება პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტის განმარტებაც.

"ისევ და ისევ საქართველოს იმიჯის და ინტერესების დასაზიანებლად, არაერთ პირი იხდის თანხას და ამ თანხების რეალიზებას ვხედავთ სხვადასხვა რეზოლუციის, არამეგობრული და ხშირ შემთხვევაში მტრული აქტის პროექტის შემუშავებაში და მისი მიღების ლობირებაში და საკითხები, რომლებიც ეხება საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის მიერ უნდა განხორციელდეს ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა შემთხვევაში, პოლიტიკურ ლობიზმში უცხოეთში გადახდილი თანხა აპრიორი წარმოადგენს სისხლის სამართლებრივ დანაშაულს.

ასევე, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, ფართოვდება პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტის განმარტება. შესაბამისი ცვლილება ხორციელდება პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში. მოქმედი კანონის მიხედვით, პირი რომელსაც აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს, ვალდებულია, რომ ზუსტად იმავე რეგლაციების ქვეშ მოექცეს, როგორც პოლიტიკური პარტია - არ უნდა მიიღოს უცხოეთიდან დაფინანსება, არ უნდა მიიღოს დაფინანსება იურიდიული პირისაგან და უკანონოდ მიღებული შემოწირულობა აუცილებლად კანონით გათვალისწინებილ ვადაში უნდა დაუბრუნოს შემომწირველს, ამავდროულად, ვალდებულია ჰქონდეს დეკლარაცია". - თქვა გორდულაძემ.

ამასთან ერთად, გორდულაძის მტკიცებით, "პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები სხვადასხვაა საფარველს და საბურველს იყენებენ, რომ გაექცნენ კანონით გათვალისწინებულ წესს", რის გამოც, კანონში ზუსტდება პარტიულ/პოლიტიკური მიზანი "და ის ფიზიკური თუ იურიდიული პირები, რომლებსაც გააჩნიათ პარტიულ-პოლიტიკური მიზანი, თანაც გაცხადებული", ვალდებულები იქნებიან, რომ იმ რეგულაციას დაექვემდებარონ, რომელსაც პოლიტიკური პარტიები ექვემდებარებიან.

"ჩვენ გვახსოვს, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის საფარქვეშ კონკრეტულ პირებს ჰქონდათ საარჩევნო მიზანი და შემდეგ ეს პირები გადარეგისტრირდნენ და გაერთიანდნენ პოლიტიკურ პარტიაში, მაგალითად თავისუფლების მოედანს ვგულისხმობ.

შესაბამისად, ვხედავთ, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები სხვადასხვაა საფარველს და საბურველს იყენებენ, რომ გაექცნენ კანონით გათვალისწინებულ წესს, რომელიც გულისხმობს, რომ უცხოეთიდან თანხა და ინტერესი არ უნდა იყოს პოლიტიკურ აქტივობაში. შესაბამისად, ფართოვდება, პარტიულ/პოლიტიკური მიზანი ზუსტდება და ის ფიზიკური თუ იურიდიული პირები, რომლებსაც გააჩნიათ პარტიულ-პოლიტიკური მიზანი, თანაც გაცხადებული, ვალდებულები იქნებიან, რომ ზუსტად იმ რეგულაციას მიზანს დაექვემდებარონ, რომელსაც პოლიტიკური პარტიები ექვემდებარებიან, რაც გულისხმობს უცხოეთიდან შემოსავლის აკრძალვას, იურიდიული პირიდან შემოწირულობების აკრძლვას და ამავდროულად, კანონით გათვალისწინებულ ვადაში, თავისი შემოსავლების დეკლარაციას". - თქვა გორდულაძემ.

ცნობისთვის, ივანიშვილის რეჟიმის ახალი კანონპროექტით, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში. პოლიტიკური პარტიის წევრის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

კომენტარები