ირანის სპარსეთის ყურის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ბანდერ-აბასში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედია უწყება. აფეთქების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
სახელმწიფო მედიის ცნობით, აფეთქება რვასართულიან შენობაში მოხდა და "ორი სართული, რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება და მაღაზიები გაანადგურა".
მათივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან სამაშველო და სახანძრო ჯგუფები, რომლებიც დაზარალებულებს დახმარებას უწევენ.
ოფიციალურმა პირმა ირანულ მედიას უთხრა, რომ აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 14 დაშავდა.
ადგილობრივმა უწყებებმა მედიას გუნცხადეს, რომ დაშავებულების ნაწილი საავადმყოფოებში გადაყავდათ და აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
ირანული მედიის ცნობით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) უარყო სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ირანის სანაპირო ქალაქში საცხოვრებელ შენობაში მომხდარი აფეთქების სამიზნე IRGC-ის საზღვაო ძალების მეთაური იყო.





