აშშ-ს საჰაერო ძალების MC-130J ტიპის სამხედრო თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა.
FlightRadar24-ის მონაცემების მიხედვით, თვითფრინავი ბუქარესტის საერთაშორისო აეროპორტიდან გამოფრინდა და თბილისში 22:41 საათზე დაეშვა. მანამდე, ამერიკული MC-130J გაერთიანებული სამეფოს ქალაქ მილდენჰოლში მდებარე ბრიტანულ-ამერიკული სამხედრო ავიაბაზიდან აფრინდა და გერმანიის ქალაქ რამშტაინში აშშ-ს ავიაბაზაზე საათნახევრიანი შეჩერების შემდეგ, ბუქარესტში ჩაფრინდა.
MC-130J სამხედრო-გადამზიდისა და საჰაერო ტანკერის ფუნქციას ასრულებს.
განახლება: ამერიკული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 00:31 საათზე აფრინდა და საქართველოს საჰაერო სივრცე უკვე დატოვა. MC-130J დასავლეთით უცნობი მიმართულებით გაფრინდა.
აშშ-საქართველო
ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა

MC-130J-ის ფრენის ტრაექტორია
FlightRadar24




