ეროვნული პრემია

ყაველაშვილმა როინ მეტრეველს საქართველოს ეროვნული პრემია მიანიჭა

ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა, მათ შორისაა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი.

საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ:

ლევან ჯაფარიძეს - სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისათვის:  "მიწისქვეშა ნაგებობების მექანიკა", "მიწისქვეშა ნაგებობათა სამაგრის გაანგარიშება ზღვრულ მდგომარეობებზე", "მიწისქვეშა ნაგებობების ზღვრული საექსპლუატაციო მდგომარეობები"; 

ავტორთა ჯგუფს: როინ მეტრეველს, ვახტანგ გურულს, ლელა მიქიაშვილს, ვალერიანე ვაშაკიძეს, გიორგი ჭეიშვილს,  ოთარ ჯანელიძეს, ჯონი კვიციანსა და  ალექსანდრე დაუშვილს - სამეცნიერო მონოგრაფიული ნაშრომისათვის "კავკასიის ისტორია" (ორტომეული).

"მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ეროვნული პრემიის გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატის დიპლომები, სამკერდე ნიშნები და შესაბამისი ფულადი გასაცემელი გადასცა" - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

მათივე ცნობთ, კონკურსი 2025 წლის 12 დეკემბერს გამოცხადდა. ეროვნული პრემიის კომისიის შემადგენლობაში იყვნენ:

კომისიის თავმჯდომარე - სამართლის დოქტორი, პროფესორი, ივანიშვილის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია.

კომისიის წევრები:

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ჯაბა სამუშია.

ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი-მდივანი ვლადიმერ პაპავა.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, სსიპ - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გივი ჯაფარიძე.

ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე.

მედიცინის დოქტორი, პროფესორი, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი.

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მზია ქუთათელაძე.

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი ნანა მაჭავარიანი.

კომენტარები