ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

მაჭავარიანი: გრანტად არ ითვლება ჩვენი მოქალაქის მიერ ჩვენი მოქალაქისთვის თანხის გადარიცხვა

ნებისმიერი გზავნილი, რომელსაც ემიგრანტები ახორციელებენ ოჯახის წევრების მიმართულებით, აბსოლუტურად ჩვეულებრივ რეჟიმში შეუძლიათ ამ თანხების გადმორიცხვა გააგრძელონ. უნდა გამოვყო, რომ გრანტად არ ითვლება საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის თანხის გადმორიცხვა. შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შრომობს უცხოეთში და თანხას უგზავნის თავის ნათესავი იქნება თუ მეგობარი, ჩვეულებრივად შეუძლია გააგრძელოს და ეს ფიზიკურად გრანტად არ ითვლება. [...]

თუ გრანტი არის კონკრეტულად განკუთვნილი პოლიტიკური საქმიანობისთვის და პოლიტიკური აქტივიზმისთვის, ასეთ შემთხვევაში, უნდა შეთნხმდეს მთავრობასთან, შემდეგ შეიძლება მთავრობამ ნებართვა დართოს, შეიძლება ნებართვა არ დართოს - მხოლოდ ამ ტიპის გრანტებს ეხება ეს ყველაფერი.[...]

ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი სამთავრობო პროპაგანდისტული TV იმედის ეთერში ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. 

კომენტარები