გამოცემა Reuters-ის ცნობით, აშშ-ს სადაზვერვო უწყებების ანგარიშმა აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დააეჭვა, თუ რამდენად მზად არის ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი, დელსი როდრიგესი ტრამპის ადმინისტრაციასთან სრულფასოვნად ითანამშრომლოს.
სადაზვერვო ანგარიშების მიხედვით, ჯერ კიდევ გაურკვეველია, სრულად იზიარებს თუ არა როდრიგესი აშშ-ს სტრატეგიულ ხედვას ვენესუელასთან მიმართებით. CIA-ის დირექტორი ჯონ რეტკლიფი იანვრის შუა რიცხვებში კარაკასში იმყოფებოდა და როდრიგესთან ქვეყნის პოლიტიკური მომავალი განიხილა, თუმცა, უცნობია, შეცვალა თუ არა ამ შეხვედრებმა ვაშინგტონის შეფასებები.
როგორც Reuters წერს, ვაშინგტონი მისგან მოითხოვს, რომ ვენესუელამ ოფიციალურად გაწყვიტოს კავშირები აშშ-ს მოწინააღმდეგეებთან – ირანთან, ჩინეთთან და რუსეთთან და გააძევოს ვენესუელიდან ამ ქვეყნების დიპლომატები.
თუმცა, ამ ეტაპზე როდრიგესს მსგავსი ნაბიჯი არ გადაუდგამს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის პოსტი მას შემდეგ დაიკავა, რაც აშშ-მ 3 იანვარს ნიკოლას მადურო დააკავა.





