რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სიბიჰა: ზელენსკი მზადაა, ორი საკვანძო საკითხის გადასაჭრელად პუტინს შეხვდეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიგა
Vitalii Nosach / Getty Images

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში ორი უმნიშვნელოვანესი საკითხის - ტერიტორიების და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხების გადასაჭრელად პირადად შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სამშვიდობო პროცესის ფარგლებში ორი ყველაზე სესიტიური საკითხი ამ დრომდე შეუთანხმებელი რჩება.

"ზუსტად მათი გადასაწყვეტად არის პრეზიდენტი მზად შეხვდეს პუტინს და ეს საკითხები განიხილოს: - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, სიბიჰამ დაამატა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან პირადი შეხვედრის საჭიროებას ვერ ხედავს.

კომენტარები