ნამდვილად უმძიმესია, როდესაც საკუთარი გუნდის ყოფილ წარმომადგენლებს ხედავ და საჯაროვდება ასეთი ინფორმაციები (კორუფციასთან დაკავშირებული) და მე მესმის საზოგადოების, მათ შორის, ჩვენი მხარდამჭერების გარკვეული წუხილები ამასთან დაკავშირებით, რომ თუ ეს ხდებოდა, სად იყავით? თუმცა, ალბათ ძალიან ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ დანაშაულის თავიდანვე პრევენცია და თავიდანვე გაშიფვრა რომ იყოს შესაძლებელი, დედამიწის ზურგზე დანაშაული აღარ იარსებებდა.
ამიტომ, ესეც ბუნებრივი ფაქტია, რომ დანაშაულები ხდება, მათ შორის, კორუფციული და ამის ჩვენივე მხრიდან გასაჯაროება, აღმოფხვრა და რეაგირების მიცემა ვფიქრობ, რომ არის სწორედ ის ძალა და სიძლიერე, რომელიც ქართულ ოცნებას გააჩნია.
ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, მათ შორის, ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო პარტიულ შეკრებაზე, სადაც საპატიო თავჯდომარემ განაცხადა და პირადი სურვილი, მოწოდება იყო, რომ ჩვენ აქტიურად გვებრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, ალბათ იმ მომენტიდან მოყოლებული დღემდე ეს პროცესი არც არასდროს გაჩერებულა და შენელებულა, უბრალოდ ჩვენი საზოგადოება ახლა ხედავს ამ კონკრეტულ შედეგებს და იმ გამოაშკარავებულ ფაქტებს.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ემოციურად ძალიან მძიმე აღსაქმელია ჩემთვის და თავისთავად ჩვენი საზოგადოებისთვის. მე მგონი, ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას და პოზიტიურად შეფასდეს ის, რომ ჩვენ, ქართულ ოცნებას გვაქვს ძალა, რომ საკუთარ თავშივე აღმოვაჩინოთ ის ხარვეზები და პრობლემები, რაც არის და ჩვენ თავადვე აღმოვფხვრათ.
ქართული ოცნების პოლიტიკა
წილოსანი: ოცნებას გვაქვს ძალა, საკუთარ თავშივე აღმოვაჩინოთ პრობლემები და აღმოვფხვრათ





