ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის ჟენევაში დაგეგმილ ვიზიტზე ამბობს, რომ დარახველიძის, "ამ ღირსეული ადამიანის" დასაქნცირება თავად არის უფლებების დარღვევა.
გაეროს სხდომაზე დარახველიძემ საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით უნდა ისაუბროს.
"ეს სანქციები არის სამარცხვინო და თავად ეს სანქცია, რომელიც დაწესებულია ამ ღირსეული ადამიანის მიმართ, თავისთავად არის ადამიანის უფლებების დარღვევა, აქედან გამომდინარე, სანდრო დარახველიძეს ძალიან თამამად შეუძლია ისაუბროს ევროპელ ბიუროკრატებთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით" - თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, 2024 წლის 19 დეკემბერს დიდმა ბრიტანეთმა ივანიშვილის შსს-ს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად ალექსანდრე დარახველიძეს სანქციები დაუწესა საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლის გამო. დარახველიძე ასევე სანქცირებულია რამდენიმე ევროპული ქვეყნის მიერ.





