ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ბრიტანეთმა ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ძალადობისთვის შსს-ის მაღალჩინოსნები დაასანქცირა

რობოკოპები აკავებენ აქციის მონაწილეს, 1-ელი დეკემბერი, 2024

19 დეკემბერს დიდმა ბრიტანეთმა ივანიშვილის შსს-ს მაღალჩინოსნები დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში მიზეზად, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერბის შემდგომ დაწყებულ პროტესტებეზე, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა სახელდება.

სანქციები ითვალისწინებს, როგორც სავიზო, ისევე ეკონომიკურ სანქციებს.

სანქცირებულთა სრული სია:

  1. ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი
  2. ალექსანდრე დარახველიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
  3. სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
  4. ზვიად ხარაზიშვილი ("ხარება") - გდდ-ს ხელმძღვანელი
  5. მილერი ლაგაზაური - გდდ-ს ხელმძღვანელის მოადგილე

გადაწყვეტილება მოსდევს 9 დეკებრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც დიდმა ბრიტანეთმა ივანიშვილის მთავრობას შეუწყვიტა პროგრამული დახმარება და შეზღდა სამხედრო თანამშრომლობა. "საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შოკისმომგვრელი სცენები მიუღებელია და უნდა შეწყდეს" - ნათქვამი იყო დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების მინისტრის, დევიდ ლემის 9 დეკემბრის განცხადებაში.

კომენტარები