აზერბაიჯანი და სომხეთი ტრამპის "მშვიდობის საბჭოში" გაწევრიანების მოწვევას დათანხმდნენ.
"აზერბაიჯანი, როგორც ყოველთვის, მზად არის აქტიურად შეიტანოს წვლილი საერთაშორისო თანამშრომლობაში, მშვიდობასა და სტაბილურობაში" - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წევრობის თანხმობის დამადასტურებელი წერილი თავად გაუგზავნა.
სომხეთის მიერ "მშვიდობის საბჭოში" გაწევრიანების თანხმობის შესახებ ინფორმაცია სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"პრემიერმინისტრმა ფაშინიანმა წინადადება სიამოვნებით და პასუხისმგებლობის გრძნობით მიიღო, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის ერთგულება მშვიდობის წინსვლის მიმართ" - დაწერა სოციალურ ქსელში ნაზელი ბაღდასარიანმა.





