აშშ-ირანი

ტრამპმა ირანის მიმართ მუქარა კიდევ ერთხელ გააჟღერა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Andrew Harnik/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Hugh Hewitt Show-ს ეთერში ჩართვის დროს ირანის მიმართ მუქარა კიდევ ერთხელ გააჟღერა და აღნიშნა, რომ თუ ირანის ხელისუფლება შეეცდება ძალადობრივად ჩაახშოს მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციები, აშშ იმოქმედებს.

მისი თქმით, თუ პროტესტის მონაწილეებს მოკლავენ, აშშ ირანს "ძალიან მძიმედ დაარტყამს“ და მათ "ჯოჯოხეთს გადაახდევინებს".

"ჩვენ მათ გარკვევით ვუთხარით, რომ თუ ადამაინების მოკვლას დაიწყებენ ჩვენ მათ მძიმედ დავარტყამთ, " - აღნიშნა ტრამპმა.

მიმდინარე აქციებზე უკვე გარდაცვლილ ადამიანებთან დაკავშირებით კითხვაზე ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ში სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან და რომ ზოგიერთი ადამიანის დაღუპვის მიზეზი "ხალხის დიდი ნაკადის კონტროლთან დაკავშირებული პრობლემები" და "ჭყელტვები" იყო.

კომენტარები