ფარნაოზ ჭკადუა

ფარნაოზ ჭკადუა დააკავეს

მიხეილ სააკაშვილი

თავისუფალი ზონის აქტივისტი ფარნაოზ ჭკადუა, რომელიც ბოლო წლები პოლონეთში ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზაზა დობორჯგინიძე ჭკადუას ძმაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ფარნაოზ ჭკადუა დააპატიმრეს, დღეს ჩამოვიდა საქართველოში, 2019 წლიდან მისჯილი აქვს საქართველოში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩხუბში მონაწილეობის გამო ოთხი წელი, მას შემდეგ პოლონეთში ცხოვრობდა. როგორც ვიცი, შეწყალების მოთხოვნა აქვს დიდი ხანია დაწერილი, სალომეს მიმართა და არ დააკმაყოფილა.

ბოლო ორი წელია ყოველდღე ველაპარაკები ფარნაოზს საგარეო პოლიტიკაზე, და ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ადეკვატურად აღიქვამს მოვლენებს, ნაცები კი ლანძღავენ იმის გამო, რომ "ქოცურ" აზრებს წერს. თუ ვინმე იმსახურებს შეწყალებას, ფარნაოზია!" - წერს დობორჯგინიძე.

ფარნაოზ ჭკადუა პოლონეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში 2019 წლის ოქტომბერში წერდა.

გუშინ, ჭკადუამ სოციალურ ქსელში პოსტი დადო, რომლის თანახმადაც, საქართველოში დაბრუნდა.

თავისუფალი ზონის აქტივისტს ბრალად 2014 წელს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის, ზაზა დავითაიას ცემა ედებოდა.

კომენტარები