აშშ-ვენესუელა

ტრამპი: ვენესუელის მართვას ვაპირებთ, სანამ ძალაუფლების სამართლებრივ გადაცემას შევძლებთ

ქვეყნის მართვას ვაპირებთ, სანამ მოვა დრო, როდესაც ძალაუფლების უსაფრთხო, წესიერი და სამართლებრივი გადაცემა იქნება შესაძლებელი. არ გვსურს, ვიღაც სხვა შემოვიდეს და იგივე სიტუაცია გვქონდეს, რაც ბოლო მრავალი წლის განმავლობაში გვქონდა. ამიტომ, ქვეყანას ვმართავთ, სანამ დადგება დრო, როდესაც ძალაუფლების უსაფრთხო, წესიერი და სამართლებრივი გადაცემა იქნება შესაძლებელი და ეს სამართლებრივი უნდა იყოს, რადგან ეს არის ჩვენი მიზანი.

მშვიდობა, თავისუფლება და სამართლიანობა გვსურს დიადი ვენესუელელი ერისთვის, რომელიც მოიცავს მრავალს წარმოშობით ვენესუელიდან, ვინც ახლა აშშ-ში ცხოვრობს და საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება სურს, ეს მათი სამშობლოა.

ვერ გავრისკავთ, რომ ვინმე სხვამ მართოს ვენესუელა, რომელსაც ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა არ სურს. ათწლეულების განმავლობაში ასე ხდებოდა, ამას არ დავუშვებთ.

თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დააკავეს. ამჟამად მადურო ხომალდ USS Iwo Jima-ზე იმყოფება, რომელიც ნიუ-იორკისკენ მიემართება. პრესკონფერენციაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ ის ამერიკაში ნარკოტერორიზმთან დაკავშირებით ბრალდებების გამო სასამართლოს წინაშე წარსდგება.

კომენტარები