ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

კობახიძე: სამართალდამცავ უწყებებში ცვლილებებმა ხელი შეუწყო ჩვენი საქმიანობის ეფექტიანობას

განსაკუთრებულად გამოვყოფდი სამართალდამცავ უწყებებში განხორციელებულ ცვლილებებს, საკადრო კუთხითაც, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით შეიცვალა ხელმძღვანელობა, გვყავს ახალი ხელმძღვანელობა შსს-ში, ასევე სუს-ში, პროკურატურაში, სხვა სამართალდამცავ უწყებებში და ამან, ხელი შეუწყო ჩვენი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას, რაც აისახა სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მიმართულებაზე. 
 
აქ გამოვყოფდი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სადაც გვაქვს ძალიან სერიოზული შედეგები, ასევე ნარკოდანაშაულს. [...]

კორუფციასთან ბრძოლა, ესეც არის ბუნებრივია სამართალდამცავი უწყებების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება და აქაც არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს ფართოდ ინფორმაცია, თუმცა როცა ვსაუბრობთ კორუფციაზე, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ ჩვენთვის მთავარია გავიხედოთ წინ და მთავარია, დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა და ზუსტად ამას ეთმობოდა  თითოეული ის გადაწყვეტილება, რაც ჩვენი მხრიდან იქნა მიღებული და რა თქმა უნდა, ყურადღებას არ მოვაკლებთ არც მომავალში ამ საკითხს.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ 30 დეკემბერს, ივანიშვილის მთავრობის წლის ბოლო სხდომაზე.

კომენტარები