რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კარნის თქმით, კანადა უკრაინას ეკონომიკური დახმარების სახით $2.5 მილიარდს გამოუყოფს

კანადის პრემიერმინისტრი მარკ კარნი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Brian MacKay/CBC

კანადის პრემიერმინისტრმა მარკ კარნიმ 27 დეკემბერს განაცხადა, რომ კანადა უკრაინას ეკონომიკური დახმარების სახით დამატებით $2.5 მილიარდს გამოუყოფს. 

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად რეპორტიორებთან საუბრისას კარნიმ აღნიშნა, რომ ეს თანხა უკრაინას საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან დაფინანსების მიღებაში დაეხმარება.

"პრეზიდენტი ზელენსკის ლიდერობის ქვეშ ჩვენ გვაქვს წინაპირობები, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის შესაძლებლობა," განუცხადა მან რეპორტიორებს ჰალიფაქსში ზელენსკისთან ორმხრივი შეხვედრის დაწყებამდე. 

ცნობისთვის, 28 დეკემბერს ზელენსკი ფლორიდის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ჩავა, სადაც იგი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სამშვიდობო გეგმას განიხილავს. აშშ-ში გამგზავრების წინ კი ზელენსკი კანადაში ჩავიდა და კანადის პრემიერს შეხვდა.

კომენტარები