რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის მიერ კრასნოდარის ოლქის ერთ-ერთ პორტზე იერიშის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა

25 დეკემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ტემრიუკის პორტზე იერიში მიიტანა, რამაც პორტში ნავთობპროდუქტების რეზერვუარების აალება და მასშტაბური ხანძრის გაჩენა გამოიწვია, რომელმაც დაახლოებით 2 ათასი კვადრატული მეტრი მოიცვა.

ინფორმაციას კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბი სოციალურ ქსელებში ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ" ტემრიუკის პორტში დრონების შეტევის შედეგად ორი ნავთობპროდუქტების რეზერვუარი აალდა".

"ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია 70 ადამიანი და 18 ერთეული ტექნიკა, მათ შორის რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კრასნოდარის მხარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები" - წერია განცხადებაში.

კომენტარები